Veritas-ის შესახებ

ვინ გამოსცემს Veritas-ს და საიდან მოდის მისი ბიბლიის ტექსტი, ყოველდღიური საკითხავები, წმინდანთა ცხოვრებები, ლოცვები, გაკვეთილები და გალობები.

ვინ ვართ

Veritas დამოუკიდებელი პროექტია: უფასო მართლმადიდებლური ბიბლიის აპლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყოველდღიური საკითხავებით, წმინდანთა ცხოვრებებით, ლოცვებით, გაკვეთილებითა და გალობებით. ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური გამოცემა არ არის.

კითხვები, შესწორებები და შემოთავაზებები მოგვწერეთ ელფოსტით:

beqa7137@gmail.com

ბიბლიის ტექსტი

ქართული ბიბლია საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაა, როგორც ის orthodoxy.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ძველი ქართული ტექსტი წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციებს მიჰყვება (დავითნი ედიშერ ჭელიძის მიერ მომზადებული ახალი შესწორებული გამოცემით, „ახალი ივირონი“, 2006 წ., და ახალი აღთქმის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი), გამოცხადება კი წმ. ექვთიმე მთაწმინდელისას. ძველი აღთქმა ოშკის (978 წ.), მცხეთისა და ბაქარის (1743 წ.) ბიბლიებს მიჰყვება, მათი კრიტიკული ტექსტებით bible.ge-დან, orthodoxy.ge-დან და TITUS-იდან. ყოველ თავთან მისი წყაროა მითითებული.

ინგლისური ბიბლია ძველ აღთქმაში სერ ლანსელოტ ბრენტონის მიერ თარგმნილი სეპტუაგინტაა (1851 წ.), ახალ აღთქმაში კი 1769 წლის ავტორიზებული ვერსია (მეფე ჯეიმსის ბიბლია).

თანამედროვე ინგლისური ბიბლია სეპტუაგინტის LXX2012 თარგმანი და World English Bible-ის ახალი აღთქმაა.

ყოველდღიური საკითხავები

წლის ყოველ დღეს აქვს საკითხავი ფსალმუნებიდან, ახალი აღთქმიდან და ძველი აღთქმიდან, განმარტებასთან ერთად.

ყოველდღიური განმარტებები წმინდა მამების განმარტებებს ეყრდნობა.

წმინდანთა ცხოვრებები

ქართული ცხოვრებები ძირითადად orthodoxy.ge-დან და karibche.ge-დანაა, ინგლისური კი ძირითადად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტიდან (oca.org) და OrthodoxWiki-დან. ყოველი ცხოვრების გვერდზე მითითებულია მისი წყარო, ყოველ ხატთან კი მისი ავტორი და ლიცენზია.

ლოცვები, გაკვეთილები და გალობები

ქართული ლოცვები orthodoxy.ge-დანაა აღებული. ინგლისური ლოცვები Veritas-ის თარგმნილი არ არის: ისინი გამოცემული მართლმადიდებლური ლოცვანებიდანაა აღებული – Orthodox Daily Prayers (წმ. ტიხონის სემინარიის გამომცემლობა, 1982), იზაბელ ჰეპგუდის Service Book (1906) და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტი (oca.org), აკათისტო და პარაკლისი კი – ამერიკის ბერძნული მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსიის Digital Chant Stand-იდან. ლოცვა, რომელსაც გამოცემული ინგლისური თარგმანი არ აქვს, მხოლოდ ქართულადაა წარმოდგენილი.

ყოველ გაკვეთილს მითითებული აქვს წყაროები, რომლებსაც ეყრდნობა.

ყოველ გალობას მითითებული აქვს თავისი ჩანაწერი, ნოტების გამოცემა, გამომცემელი და ლიცენზია.

ხელოვნური ინტელექტი და გახმოვანება

ჩატი და ხატის ამოცნობა Microsoft-ის Azure OpenAI-ს იყენებს. ჩატი ბიბლიისა და საეკლესიო წიგნების მონაკვეთებზე დაყრდნობით პასუხობს და მათ ასახელებს, თუმცა პასუხი მაინც შეიძლება მცდარი იყოს, ამიტომ გადაამოწმეთ ის წყაროებთან. არცერთი მათგანი არ გამოიყენება, სანამ ნებას არ დართავთ.

აუდიო გახმოვანება Microsoft-ის Azure AI Speech-ით სინთეზირებული მეტყველებაა.

ადგილები, ტელევიზია და რადიო

რუკაზე ეკლესია-მონასტრები OpenStreetMap-დანაა. პირდაპირი ეთერი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაა“ (sstv.ge), ქართული რადიო რადიო „ივერიაა“, ინგლისური რადიო კი Ancient Faith Radio.

Veritas